ჩემი კლასი

ჩემი კლასი

четверг, 4 декабря 2014 г.

სახალისო და თავსატეხი ამოცანები



1. რვა ლითონის ფულიდან ერთი, ყალბი, დანარჩენებზე მსუბუქია. უსაწონო სასწორზე სამი აწონით დაადგინეთ, რომელია ყალბი ფული.



2. მრგვალ მაგიდას ორნი უსხედან და თამაშობენ. მათ საკმაო რაოდენობის ერთნაირი ზომის მუყაოს რგოლები აქვთ და მორიგეობით დებენ თითო რგოს მაგიდაზე. თამაშის პირობები შემდეგია:
ა) რგოლის რგოლზე ან მის ნაწილზე დადება არ შეიძლება, ე.ი. რგოლი უნდა დაიდოს მაგიდის მხოლოდ თავისუფალ ადგილზე.
ბ) დადებული რგოლის გადაადგილება აკრძალულია.
გ) იგებს ის, ვინც ბოლო რგოლს დადებს.
როგორ უნდა ითამაშოს დამწყებმა, რომ თამაში მოიგოს?


Комментариев нет:

Отправить комментарий